საგამომცემლო სახლი ტექნიკური უნივერსიტეტი

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ტექსტური რედაქტორი

     

    მეთოდური მითითებები განკუთვნილია Ms Office საოფისე პაკეტში შემავალი Ms Word-ის (Word-2007) ვერსიის ტექსტური რედაქტორით სამუშაოს შესრულების შესასწავლად. მასში განხილულია ტექსტური დოკუმენტების შექმნის, რედაქტირების, გაფორმების და ბეჭდვის საკითხები. წიგნი უპირველესად განკუთვნილია მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია MS Word-ის შესწავლით დაინტერესებულ მომხმარებელთა ფართო წრეს.

კომპიუტერული ხედვა

კომპიუტერული ხედვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის წაკითხული ლექციების საფუძველზე. მასში განხილულია ორგანზომილებიანი გამოსახულებების ციფრული დამუშავებისა და ანალიზის ძირითადი საკითხები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ის ასევე საინტერესო იქნება კომპიუტერული ხედვის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

კომპიუტერული გრაფიკა და ვიზუალიზაცია

განხილულია კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალიზაციის ძირითადი საკითხები,მისი განვითარების ისტორია და გამოყენების სფერო. სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში განიხილება კომპიუტერული გრაფიკის ამოცანები და სტრუქტურა, აღწერილია კომპიუტერული გრაფიკის ძირითადი მიმართულებები _ ვექტორული, რასტრული და ფრაქტალური გრაფიკა, მათი მუშაობის პრინციპები, ინფორმაციის წარმოდგენის ხერხები, რასტრი და რასტრული მასივი, გრაფიკული პრიმიტივები, ფრაქტალების აგების რეცეპტი და ამ მიმართულებათა დადებითი და უარყოფითი მხარეები. განხილულია ასევე კომპიუტერული გრაფიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ფერი და სინათლე, ფერთა თეორიის ელემენტები, გრასმანის კანონები, სინათლის ატრიბუტები, ფერთა მოდელები (RGB, CMYK, Lab, HSB, Grayscale),რეჟიმები და პალიტრები. სახელმძღვანელოს ერთი თავი ეთმობა სასწავლო კურსის მნიშვნელოვან საკითხს _ ვიზუალიზაციას. აღწერილია კომპიუტერული ვიზუალიზაციის სახეები _ მეცნიერული, პროგრამული და ინფორმაციული. მოყვანილია სემიოტიკის ზოგიერთი განმარტებები, ვიზუალური ენა, მეტაფორა დ აბოლოს კომპიუტერული ვიზუალიზაციის ძირითადი დებულებები.

კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვა

მოცემული სახელმძღვანელო ეძღვნება კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებისა და ბუღალტრულ აღრიცხვაში კომპიუტერის გამოყენების საკითხების განხილვას. აგრეთვე კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების შესწავლას.მოცემულ სახელმძღვანელოში განხილულია: ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი; აღწერილია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა; მოყვანილია როგორც პირველადი დოკუმენტების, ასევე შემაჯამებელი რეგისტრების, საბოლოო საანგარიშგებო დოკუმენტებისა და საგადასახადო დოკუმენტების ფორმები და მათი შევსების პერინციპები. აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,როგორიცაა ფულადი საშუალებებისა და მომარაგების, წარმოებისა და რეალიზაციის,მოთხოვნების, ინვესტიციების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა. სახელმძღვანელოში მოყვანილია ისეთი საკითხები როგორიცაა ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამების ზოგადი დახასიათება; ბუღალტრული ინფორმაციული სისტემების სტრუქტურის შემუშავებისა და მათი დაპროექტების საკითხები; ელექტრონული კომერციისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები. მოცემული სასწავლო სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტების,მაგსიტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის საკითხების შესწავლით.

კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლები

ნაშრომში წარმოდგენილია კომპიუტერის არქიტექტურისადა ორგანიზაციის საკითხები იერარქიის სხვადასხვა დონეზე. განხილულია როგორც თვლის პოზიციური სისტემები და ციფრული ლოგიკური დონე, ასევე კომპიუტერის მოწყობილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები,კავშირი კომპიუტერებს შორის. გაკეთებულია სხვადასხვა ტიპის კომპუტერების კლასიფიკაცია. ნაჩვენებია თანამედროვე ტენდენციები კომპიუტერების განვითარების სფეროში.სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნი-კური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

კომპიუტერის არქიტექტურა

წიგნში განხილულია კომპიუტერის ინფორმაციულ-ლოგიკური საფუძვლები, ფუნქციონალური და სტრუქტურული ორგანიზაცია. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია პერსონალურ კომპიუტერებზე. მოცემულია თანამედროვე მდგომარეობა და კომპიუტერის ძირითადი კვანძების მახასიათებლები.

ინფორმატიკის საფუძვლები

წიგნში განხილულია კომპიუტერის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხები. მოყვანილია კომპიუტერზე გადასაწყვეტ ამოცანათა ალგორითმიზაციის საფუძვლები, კერძოდ, ალგორითმის ძირითადი სტრუქტურები და მათი აღწერის ხერხები. განხილულია კომპიუტერზე პრაქტიკულ ამოცანათა გადაწყვეტის ინფორმაციული ტექნოლოგიები.

Pages