დამატებულია წიგნი კომპიუტერულ გრაფიკაზე
დამატებულია წიგნი კომპიუტერის არქიტექტურაზე
დამატებულია ახალი წიგნი ინფორმატიკის საფუძვლებზე
დამატებულია წიგნი განზომილებების მეთოდი ზოგად ფიზიკაში
დამატებულია წიგნი გამოყენებით მექანიკაზე

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ტექსტური რედაქტორი

     

    მეთოდური მითითებები განკუთვნილია Ms Office საოფისე პაკეტში შემავალი Ms Word-ის (Word-2007) ვერსიის ტექსტური რედაქტორით სამუშაოს შესრულების შესასწავლად. მასში განხილულია ტექსტური დოკუმენტების შექმნის, რედაქტირების, გაფორმების და ბეჭდვის საკითხები. წიგნი უპირველესად განკუთვნილია მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია MS Word-ის შესწავლით დაინტერესებულ მომხმარებელთა ფართო წრეს.

კომპიუტერული ხედვა

კომპიუტერული ხედვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის წაკითხული ლექციების საფუძველზე. მასში განხილულია ორგანზომილებიანი გამოსახულებების ციფრული დამუშავებისა და ანალიზის ძირითადი საკითხები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ის ასევე საინტერესო იქნება კომპიუტერული ხედვის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვა

მოცემული სახელმძღვანელო ეძღვნება კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებისა და ბუღალტრულ აღრიცხვაში კომპიუტერის გამოყენების საკითხების განხილვას. აგრეთვე კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების შესწავლას.მოცემულ სახელმძღვანელოში განხილულია: ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი; აღწერილია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა; მოყვანილია როგორც პირველადი დოკუმენტების, ასევე შემაჯამებელი რეგისტრების, საბოლოო საანგარიშგებო დოკუმენტებისა და საგადასახადო დოკუმენტების ფორმები და მათი შევსების პერინციპები. აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,როგორიცაა ფულადი საშუალებებისა და მომარაგების, წარმოებისა და რეალიზაციის,მოთხოვნების, ინვესტიციების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა. სახელმძღვანელოში მოყვანილია ისეთი საკითხები როგორიცაა ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამების ზოგადი დახასიათება; ბუღალტრული ინფორმაციული სისტემების სტრუქტურის შემუშავებისა და მათი დაპროექტების საკითხები; ელექტრონული კომერციისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები. მოცემული სასწავლო სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტების,მაგსიტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის საკითხების შესწავლით.

კომპიუტერის არქიტექტურა

წიგნში განხილულია კომპიუტერის ინფორმაციულ-ლოგიკური საფუძვლები, ფუნქციონალური და სტრუქტურული ორგანიზაცია. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია პერსონალურ კომპიუტერებზე. მოცემულია თანამედროვე მდგომარეობა და კომპიუტერის ძირითადი კვანძების მახასიათებლები.

ინფორმატიკის საფუძვლები

წიგნში განხილულია კომპიუტერის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხები. მოყვანილია კომპიუტერზე გადასაწყვეტ ამოცანათა ალგორითმიზაციის საფუძვლები, კერძოდ, ალგორითმის ძირითადი სტრუქტურები და მათი აღწერის ხერხები. განხილულია კომპიუტერზე პრაქტიკულ ამოცანათა გადაწყვეტის ინფორმაციული ტექნოლოგიები.

Pages