Error message

Notice: Undefined property: stdClass::$comment_count in comment_node_page_additions() (line 728 of /home/emka/web/lib.gtu.ge/public_html/modules/comment/comment.module).

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში

ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი (ლიტვა) აცხადებს მობილობას სტუ-ს აკადემიური პერსონალისთვის (სასურველია, მიმდინარე სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის) და სტუდენტებისთვის, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
 
აკადემიური პერსონალისთვის:
 
სასწავლო კურსი:
  • გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი)
  • გარემოს დაცვის ტექნოლოგია
  • მექანიკა (მექატრონიკა)
მობილობის პირობები:
  • მასწავლებლისთვის დღეში მინიმუმ 8 აკადამიური საათი (5 დღე)
  • მგზავრობის ხარჯებისთვის 360 ევრო
  • საცხოვრებელი ხარჯებისთვის - 100 ევრო დღიურად
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე, ასევე, ინგლისური ენის ფლობის დამადასტურელი დოკუმენტი (B2 დონე).
 
სტუდენტებისთვის:
 
ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცვლითი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ინგლისურენოვანი კურსების განახლებული ჩამონათვალი გამოქვეყნდება 1-ელ მარტს უნივერსიტეტის შესაბამის ვებგვერდზე.
 
კონსულტაციები და საშემოდგომო სემესტრისთვის განაცხადების მიღება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართ.,  ოთახები #221, #223, #225) იწარმოებს მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით. 
 
საშემოდგომო სემესტრში ლექციები ჩატარდება 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან 23 დეკემბრამდე, ხოლო სესიები - 2017 წლის 2 იანვრიდან 20 იანვრამდე, ამასთან, გამრჯვებული კანდიდატებისთვის საორიენტაციო დღეები ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2016 წლის 29 - 31 აგვისტო.
 
კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ,  დეტალური ინფორმაციისათვის მიმართოთ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს.