განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Subscribe to განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო feed
mes.gov.ge news
Updated: 1 min 54 sec ago

ქ. რუსთავში ქვემო ქართლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

შაბათი, 10/28/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო"-ს მიერ ქალაქ რუსთავის 21- ე საჯარო სკოლაში, ქვემო ქართლის, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
Categories: gepeis saitebi

საცდელი ტესირება პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის

შაბათი, 10/28/2017 - 12:00
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს (28 ოქტომბერს) საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში საცდელი ტესტირება მიმდინარეობს. საცდელი ტესტი, აპლიკანტებს საშუალებას აძლევს ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება და მოსინჯონ საკუთარი ძალები, რომელიც მათ საგამოცდო პროცესს გაუადვილებს.
Categories: gepeis saitebi

აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

პარასკევი, 10/27/2017 - 12:00
აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. შესაბამისი მემორანდუმი ორ სამთავრობო უწყებას შორის 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს გაფორმდა.
Categories: gepeis saitebi

მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა

პარასკევი, 10/27/2017 - 12:00

სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი სტანდარტები დაამტკიცა.

Categories: gepeis saitebi

საერთაშორისო შეჯიბრზე ქართველ სტუდენტს საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო გადაეცა

პარასკევი, 10/27/2017 - 12:00
ქალაქ აბუ-დაბიში გამართული პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა - შვიდი ქართველი მონაწილიდან ერთ-ერთს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტ ზურაბ შავიშვილს, სარესტორნო სერვისის შეჯიბრში საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო მიენიჭა.
Categories: gepeis saitebi

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა

ოთხშაბათი, 10/25/2017 - 12:00
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ვიცე პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.
Categories: gepeis saitebi

შემუშავდა განახლებული განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

სამშაბათი, 10/24/2017 - 12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ ახალი ფორმატით შეიმუშავა 2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის პროექტები.

Categories: gepeis saitebi

საინფორმაციო შეხვედრა სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლებაზე

სამშაბათი, 10/24/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა  (UNDP)  და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებების წარმომადგენლებთან, დირექტორებსა და ხარისხის მენეჯერებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა. 
Categories: gepeis saitebi

დუალურ პროფესიულ განათლებაზე კონფერენცია გაიმართა

ორშაბათი, 10/23/2017 - 12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით კონფერენცია  ,,დუალური პროფესიული განათლება საქართველოში - პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად’’ გაიმართა.

Categories: gepeis saitebi

თსუ-ს ბაზაზე მომზადებული გადაცემა ,,უნი-ვერსია” რეგიონულ ტელევიზიებში გავიდა

პარასკევი, 10/20/2017 - 12:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია-ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი- ,,უნი-ვერსია” საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხებით გადის და თსუ-ს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
Categories: gepeis saitebi

განათლების სტრატეგიის ზოგადი განათლების ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართა

ხუთშაბათი, 10/19/2017 - 12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ახალ ფორმატში წარდგენის პროცესი საჯარო განხილვის ეტაპზე გადავიდა. სტრატეგიის ზოგადი განათლების ნაწილის საჯარო განხილვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.

Categories: gepeis saitebi

საქართველოს გუნდი WorldSkills–ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე

ხუთშაბათი, 10/19/2017 - 12:00
ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა 7 პროფესიაში - სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების მოწყობა და ვებდიზაინი იასპარეზეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ისეთი წარმატებული ქვეყნების კონკურსანტებს როგორიცაა - ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იაპონია, ჩინეთი და სხვ.
Categories: gepeis saitebi

მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვა

ოთხშაბათი, 10/18/2017 - 12:00
საჯარო სკოლებში ხარისხის მართვის მექანიზმები უმჯობესდება და ამ მიზნით, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემას (eschool.emis.ge) დაემატა მონიტორინგის მოდული. აღნიშნულ მოდულში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს ექნებათ ხედვისა და რედაქტირების რეჟიმი.
Categories: gepeis saitebi

სკოლამდელი განათლების სტრატეგიის განხილვა

სამშაბათი, 10/17/2017 - 12:00

განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის 2017-2022 წლების ფარგლებში, სკოლამდელი განათლების მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის ბაღების გაერთიანების დირექტორი ბატონი თემურ თორდინავა, ბაღების დირექტორები და   სხვადსხვა სამთავრობო და არსამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

Categories: gepeis saitebi

აბუ-დაბიში პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

ორშაბათი, 10/16/2017 - 12:00

ქალაქ აბუ-დაბიში პროფესიული უნარების (Worldskills)  44-ე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ  გაიხსნა. გახსნის ცერემონიას 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად,  საქართველოს დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები, მათი პედაგოგები და კონსულტანტები არიან. დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობენ.

Categories: gepeis saitebi

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება

კვირა, 10/15/2017 - 12:00
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, 15 ოქტომბრის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ 100-ზე მეტ პროფესიას სხვადასხვა მიმართულებით.
Categories: gepeis saitebi

საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ ღია კარის დღე გაიმართა

შაბათი, 10/14/2017 - 12:00
საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საშუალება ჰქონდათ პროფესიული პროგრამების, რეგისტრაციის, პროფესიული ტესტირების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
Categories: gepeis saitebi

პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

შაბათი, 10/14/2017 - 12:00
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, 15 ოქტომბრის ჩათვლით, აქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ პროფესიებს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
Categories: gepeis saitebi

ხუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კურსდამთავრებული სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ დასაქმდა

შაბათი, 10/14/2017 - 12:00
სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლების ფარგლებში ბათუმის პროფესიული კოლეჯის ,,ბლექსი“ ხუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კურსდამთავრებული სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ დასაქმდა.
Categories: gepeis saitebi

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გრძელდება

პარასკევი, 10/13/2017 - 12:00
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“.
Categories: gepeis saitebi

Pages