განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Subscribe to განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო feed
mes.gov.ge news
Updated: 10 min 23 sec ago

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიხნსა

კვირა, 09/24/2017 - 12:00
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი დღეს რიყის პარკში გაიხსნა.
Categories: gepeis saitebi

ონის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა

შაბათი, 09/23/2017 - 12:00
22 სექტემბერს, ონის საჯარო სკოლა განათლებისა და მენციერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, ამერიკის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯენერ ედელმანმა საზეიმოდ გახსნეს.
Categories: gepeis saitebi

სოციალური პარტნიორებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა

პარასკევი, 09/22/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის “დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარება” მხარდაჭერით, სოციალურის პარტნიორების საინფორმაციო სემინარი გაიმართა.
Categories: gepeis saitebi

ტრენერთა ტრენინგი მეწარმეობაში გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარდა

ხუთშაბათი, 09/21/2017 - 12:00

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენერთა ტრენინგს მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებენ გერმანიიდან. სატრენინგო მასალა შემუშავებულია ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ და ის წარმატებით დაინერგა უკვე სხვადასხვა ქვეყანაში.

Categories: gepeis saitebi

საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ”

ოთხშაბათი, 09/20/2017 - 12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჰუმბლოდტის ფონდის სტიპენდიატებს და ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატებს შეკრებს 12 ქვეყნიდან. 
Categories: gepeis saitebi

მშვიდობის კორპუსი აცხადებს კონკურსს

სამშაბათი, 09/19/2017 - 12:00
ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.
Categories: gepeis saitebi

ესტონელმა ექსპერტებმა სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები გადაამზადა

სამშაბათი, 09/19/2017 - 12:00

ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში, ესტონელი ექსპერტების მიერ, 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში სკოლის დირექტორებსა და მოადგილეებს, როგორც სასწავლო ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, ინფორმაცია მიეწოდათ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებზე.

Categories: gepeis saitebi

ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო

ორშაბათი, 09/18/2017 - 12:00

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისოფესტივალის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.

Categories: gepeis saitebi

2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო

პარასკევი, 09/15/2017 - 12:00

15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან  მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის 32–ე საჯარო სკოლას, კერძო „მწვანე სკოლას“ და იტალიურ სკოლას ეწვია. სკოლის წარმომადგენლებს ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.

Categories: gepeis saitebi

საქართველოში პირველად პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება ჩატარდება

ხუთშაბათი, 09/14/2017 - 12:00
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურს აცხადებს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
Categories: gepeis saitebi

მორიგი წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ხუთშაბათი, 09/14/2017 - 12:00

გრძელდება ჩვენი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჯერად, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

Categories: gepeis saitebi

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული კოლეჯების დირექტორთათვის

სამშაბათი, 09/12/2017 - 12:00

პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროცესში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ბათუმის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა  თემაზე „სამუშაოზე დაფუძნებული - დუალური მიდგომით სწავლება“.

Categories: gepeis saitebi

სწავლის დაწყების საზეიმო ცერემონია სან დიეგოს უნივერსიტეტში

ორშაბათი, 09/11/2017 - 12:00
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი ფატიმა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრნენ.
Categories: gepeis saitebi

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია გაიმართა

შაბათი, 09/09/2017 - 12:00

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანს, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

Categories: gepeis saitebi

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი

შაბათი, 09/09/2017 - 12:00
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი მიმდინარეობს. წელს ფორუმში მონაწილეობას 200-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია იღებს და მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა.
Categories: gepeis saitebi

კავკასიის ფარანგულ სკოლაში სწავლა დაიწყო

პარასკევი, 09/08/2017 - 12:00

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოში საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან ერთად, კავკასიის ფრანგულ სკოლას ეწვია.  მინისტრმა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის განახლება მიულოცა და შემდეგ, სასწავლო გარემოს გაეცნო.

Categories: gepeis saitebi

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში ახალი პარტნიორი ერთვება

პარასკევი, 09/08/2017 - 12:00

VII, VIII, IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში კიდევ ერთი ორგანიზაცია - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - ჩაერთვება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად,  სამოქალაქო განათლების სტანდარტზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.

Categories: gepeis saitebi

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

ხუთშაბათი, 09/07/2017 - 12:00
შეგახსენებთ რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული, ახალი პროგრამის - „სკოლებში შრომითი უნარების განვითარება“ ფარგლებში, საუკეთესო განაცხადების შერჩევის მიზნით, გამოცხადებულია კონკურსი.
Categories: gepeis saitebi

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა

ოთხშაბათი, 09/06/2017 - 12:00

ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტებისა და ესტონელი ექსპერტების მიერ 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა.

Categories: gepeis saitebi

Pages