განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Subscribe to განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო feed
mes.gov.ge news
Updated: 5 min 15 sec ago

ინფორმატიკის ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნებული ქართველი მოსწავლეები

ოთხშაბათი, 07/26/2017 - 12:00

მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდის წევრები  ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 24-ე ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც  სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდა.

Categories: gepeis saitebi

პროფესიულ სტუდენტებს სტარტაპ იდეის განხორციელებაში ეხმარებიან

ოთხშაბათი, 07/26/2017 - 12:00
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან  ერთად აგრძელებს, პროფესიული განათლების სტუდენტების უნარების განვითარების ხელშეწყობას მეწარმეობისა და ინოვაციური სწავლების მიმართულებით. 
Categories: gepeis saitebi

უპრეცედენტო გამარჯვება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

სამშაბათი, 07/25/2017 - 12:00

ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი - ასეთი შედეგით დაბრუნდა დღეს მოსწავლეთა ექვსკაციანი გუნდი მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ბრაზილიაში, კერძოდ, რიო დეჟანეიროში გაიმართა. ასეთი შედეგი უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნის განათლების ისტორიაში.

Categories: gepeis saitebi

საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალი შეიქმნება

სამშაბათი, 07/25/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალის შექმნას ითვალისწინებს. სერიალში გაჟღერდება სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ სასარგებლო მესიჯები.
Categories: gepeis saitebi

სამტრედიის N15-ე სკოლის რეფორმა

სამშაბათი, 07/25/2017 - 12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახური მონაწილეობდა,  ქ. სამტრედიის N15-ე სკოლა-პანსიონის რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამტრედიის N15-ე  სკოლა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში  ანტისოციალური ქცევის მქონე მოსწავლეების მიმართ შესაბამის პროგრამებს ახორციელებს.

Categories: gepeis saitebi

სამუშაო შეხვედრები ევროკომისიის ექსპერტებთან

ორშაბათი, 07/24/2017 - 12:00
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფინანსური შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის განათლების ექსპერტების დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის დახვეწის მიმართულებით.
Categories: gepeis saitebi

სტუდენტთა საერთაშორისო საცხოვრებელი

ორშაბათი, 07/24/2017 - 12:00

გლობალური სტუდენტური მობილობის პირობებში, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში იზრდება როგორც საზღვარგარეთ სწავლების მსურველთა, ასევე საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა.

Categories: gepeis saitebi

მანავის მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში

ორშაბათი, 07/24/2017 - 12:00
სოფელ მანავში, სამხედრო ბაზა ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც საზაფხულო სკოლების პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, ათასზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლებს. ამ ეტაპზე, ბანაკში ახალგაზრდების მესამე ნაკადი გადის ერთკვირიან შემეცნებით/გასართობ პროგრამას. ბანაკი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულეს.
Categories: gepeis saitebi

„განათლების მეორე შესაძლებლობის“ დანერგვის შესაძლო სტრატეგია განიხილეს

ორშაბათი, 07/24/2017 - 12:00

,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის სტრატეგიის დანერგვის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

Categories: gepeis saitebi

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა კონფერენცია

შაბათი, 07/22/2017 - 12:00
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ფორუმს ცენტრის კურსდამთავრებული სტუდენტები, მიმდინარე გრანტის მფლობელები და 2017-2018 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიანტები დაესწრნენ.
Categories: gepeis saitebi

კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება

პარასკევი, 07/21/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეფექტურად თანამშრომლობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან რამდენიმე, მათ შორის, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობისა და ზრდასრულთა განათლების მიმართულებით.
Categories: gepeis saitebi

საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალი

ხუთშაბათი, 07/20/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ ინტერესთა გამოხატვის პროცესში, რომელიც სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობას ეხება.
Categories: gepeis saitebi

ინკლუზიური განათლების საკითხებს საკონსულტაციო ჯგუფი იხილავს

ხუთშაბათი, 07/20/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, პირველად განათლების ისტორიაში, ინკლუზიური განათლების საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა.
Categories: gepeis saitebi

სემინარი პროფესიული კოლეჯების დირექტორებისთვის

ხუთშაბათი, 07/20/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხელშეწყობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთათვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა.
Categories: gepeis saitebi

"ამბასადორიალი 2017"

ოთხშაბათი, 07/19/2017 - 12:00
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული დიპლომატიის განვითარების საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.
Categories: gepeis saitebi

უკრაინის პირველი ლედი სამინისტროს ეწვია

ოთხშაბათი, 07/19/2017 - 12:00
ოფიცალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკო ეწვია. პირველ ლედისთან შეხვედრაზე იმ საერთო გამოწვევებსა და გამოცდილებაზე წარიმართა საუბარი, რაც საქართველოსა და უკრაინას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით აკავშირებს.
Categories: gepeis saitebi

უკრაინასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი

სამშაბათი, 07/18/2017 - 12:00
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინის დელეგაციის წევრების ოფიციალური მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
Categories: gepeis saitebi

სამუშაო შეხვედრა უნგრელ და ფრანგ საერთაშორისო ექსპერტებთან

ორშაბათი, 07/17/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრში, უნგრელი და ფრანგი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი დაიწყო, რომელიც მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გახსნა.
Categories: gepeis saitebi

ესტონურ სკოლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება

ორშაბათი, 07/17/2017 - 12:00
სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ესტონურ სკოლებში მიღებული გამოცდილების და სკოლების საჭიროებების შეფასების შედეგების განხილვა მოეწყო.
Categories: gepeis saitebi

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა

ორშაბათი, 07/17/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაა „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას.
Categories: gepeis saitebi

Pages