განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Subscribe to განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო feed
mes.gov.ge news
Updated: 2 min 27 sec ago

ეროვნული სამეცნიერო ფონდის შემაჯამებელი კონფერენცია

ორშაბათი, 12/11/2017 - 12:00

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა  კონფერენცია "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები" გამართა. 

Categories: gepeis saitebi

,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ შემაჯამებელი კონფერენცია

შაბათი, 12/09/2017 - 12:00

,,სოციალური ინკლუზიის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა და საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

Categories: gepeis saitebi

შეხვედრა გერმანიის ელჩთან საქართველოში

შაბათი, 12/09/2017 - 12:00

საქართველო-გერმანიას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დოქტ. ჰაიკე ფაიჩს შორის გაიმართა.

Categories: gepeis saitebi

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა

პარასკევი, 12/08/2017 - 12:00
არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო  პროექტების განხორციელებაზე წარიმართა საუბარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, დიდი  ბრიტანეთისა და  ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  საგანგებო  და  სრულუფლებიან  ელჩთან საქართველოში, ჯასტინ         მაკკენზი    სმიტთან  შეხვედრაზე.
Categories: gepeis saitebi

საკანონმდებლო ცვლილებები განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან დასაახლოებლად

ხუთშაბათი, 12/07/2017 - 12:00

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები განათლების ყველა საფეხურზე საქართველოში ევროპული დონის განათლების სისტემის ფორმირებას უზრუნველყოფს.

Categories: gepeis saitebi

სოციალური მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის

ხუთშაბათი, 12/07/2017 - 12:00
შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე, საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთა მონაწილეობით, დიალოგი გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით იმ ხარვეზების გამოვლენა, რაც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისარგებლონ სოციალური მომსახურებებით.
Categories: gepeis saitebi

გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტში ახალი ლაბორატორიები გაიხსნა

ხუთშაბათი, 12/07/2017 - 12:00

წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე ეწვია. მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტის განახლებული სასწავლო გარემო, აუდიტორიები, ქიმიისა და ქირურგიული ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში.

Categories: gepeis saitebi

ამერიკული უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა

ოთხშაბათი, 12/06/2017 - 12:00

ლუკა ლომთაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს კომპიუტერული ინჟინერიის მესამეკურსის სტუდენტია. ლუკა პირველია ამ უნივერსიტეტიდან ვინც Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებასგაივლის. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან 300 საუკეთესო სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულშიმენლო პარკში, სილიკონ ველზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. „Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდიდასახულ მიზანს“, აცხადებს ლუკა.

Categories: gepeis saitebi

სამუშაო შეხვედრა ევროპელ ექპერტებთან

ოთხშაბათი, 12/06/2017 - 12:00

„ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი მექანიზმის ფარგლებში, განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით მოღვაწე მაღალი რანგის ევროპელ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.

Categories: gepeis saitebi

შეხვედრა ინკლუზიური განათლების საკითხებზე

ოთხშაბათი, 12/06/2017 - 12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მშობელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებაში არსებულ გამოწვევებდა და კონკრეტულად, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხს.

Categories: gepeis saitebi

სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგებთან

ორშაბათი, 12/04/2017 - 12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ბავშვთა ფსიქოლოგებთან და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

Categories: gepeis saitebi

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადება

ორშაბათი, 12/04/2017 - 12:00

პირველ რიგში კიდევ ერთხელ გამოვხატავ გულისტკივილს იმ ტრაგედიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა სიცოცხლე შეიწირა და სამძიმარს ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებსა და მთელ საზოგადოებას.

შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიმართლის დადგენა.

Categories: gepeis saitebi

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

კვირა, 12/03/2017 - 12:00

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

Categories: gepeis saitebi

მინისტრის განცხადება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

პარასკევი, 12/01/2017 - 12:00

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ.

უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.

ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა.

Categories: gepeis saitebi

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

პარასკევი, 12/01/2017 - 12:00
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო   აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით  ახორციელებს. 
Categories: gepeis saitebi

სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს

ხუთშაბათი, 11/30/2017 - 12:00

მთავრობის სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი განიხილეს. გადაწყდა, რომ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტების 2017-2018 წლის სწავლებას დააფინანსებს.

Categories: gepeis saitebi

დუალური განათლების დაფინანსების საკითხებზე სემინარი გაიმართა

ხუთშაბათი, 11/30/2017 - 12:00

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და  ევროპის განათლების ფონდის  (ETF)  ორგანიზებით "სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური  სწავლების დაფინანსების" თემაზე სემინარი გაიმართა.

Categories: gepeis saitebi

მიხეილ ჩხენკელის შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან

ხუთშაბათი, 11/30/2017 - 12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები.

Categories: gepeis saitebi

ხაშურში ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

ოთხშაბათი, 11/29/2017 - 12:00
ქალაქ ხაშურის პირველი  საჯარო სკოლის  ახლად რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.   აღსანიშნავია, რომ ხაშურის პირველ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს და იგი ამ მხრივ მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია.  გასულ წელს სკოლას 100 წელი შეუსრულდა.
Categories: gepeis saitebi

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის “Aflatoun International” აღმასრულებელ დირექტორთან

ოთხშაბათი, 11/29/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ყოფილ წარმომადგენელს და ამჟამად, ნიდერლანდებში მდებარე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “Aflatoun International” აღმასრულებელ დირექტორს როლანდ მონაშს შეხვდა.
Categories: gepeis saitebi

Pages