განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Subscribe to განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო feed
mes.gov.ge news
Updated: 9 min 30 sec ago

ხელოვნება მშვიდობისთვის და პროგრესისთვის

შაბათი, 09/02/2017 - 12:00

ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და მათი ნიჭის წარმოჩენაა. წელს ფესტივალში აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუსიკით, ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად ახორციელებს მუსიკალურ ბანაკს, რომელიც ახალგაზრდების კულტურული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

Categories: gepeis saitebi

ორი უწყების თანამშრომლობა არჩევითი საგნის სტანდარტზე

ხუთშაბათი, 08/31/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სახელმძღვანელოს ამზადებს, რომელიც განკუთვნილი იქნება საშუალო საფეხურის არჩევითი საგნისთვის „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“.
Categories: gepeis saitebi

„განათლების მეორე შესაძლებლობის“ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტის განხილვა

ოთხშაბათი, 08/30/2017 - 12:00
პროგრამის „განათლების მეორე შესაძლებლობის“ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტი სამუშაო ჯგუფმა განიხილა.  განხილვაში მონაწილეობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებმა მიიღეს. განხილვის პროცესში დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება კითხვარის საბოლოო ვარიანტში.
Categories: gepeis saitebi

შეხვედრა მაური დელ ამბროჯიოსთან

სამშაბათი, 08/29/2017 - 12:00
შვეიცარიის პროფესიული განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან მაური დელ ამბროჯიოსთან სამუშაო შეხვედრაზე, საუბარი შედგა ინტენსიური სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს უკავშირდება.
Categories: gepeis saitebi

შეხვედრა იოჰან შნაიდერთან

სამშაბათი, 08/29/2017 - 12:00
პროფესიული განათლებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შვეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - იოჰან შნაიდერ ამანთან.
Categories: gepeis saitebi

სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში

სამშაბათი, 08/29/2017 - 12:00
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.
Categories: gepeis saitebi

კინობანაკს მინისტრები ესტუმრნენ

კვირა, 08/27/2017 - 12:00
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულ მოსწავლეთა საზაფხულო კინობანაკს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამჯერად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად ეწვია და მერვე ნაკადის დახურვის საზეიმო საღამოს დაესწრო.
Categories: gepeis saitebi

საგანმანთლებლო პროგრამების აკრედიტაცია საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება

პარასკევი, 08/25/2017 - 12:00
პირველად საქართველოს განათლების ისტორიაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით იწყებს. ექსპერტთა ჯგუფს ლიტვის და კვიპროსის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების აკრედიტაციის ექსპერტი და კვიპროსის ღია უნივერსიტეტის პროფესორი პანთელის იფსილანთისი ხელმძღვანელობს.
Categories: gepeis saitebi

პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევას თავად კოლეჯები ჩაატარებენ

ოთხშაბათი, 08/23/2017 - 12:00
პროფესიული კოლეჯების თანამშრომელთა კომპეტენციის გაძლიერების მიზნით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ტრენინგ-კურსი ჩაატარა.
Categories: gepeis saitebi

ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა

სამშაბათი, 08/22/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე მოქმედ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში, ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა.
Categories: gepeis saitebi

კოლეჯის კურსდამთავრებული უმაღლესი განათლების მიღებასაც შეძლებს

ორშაბათი, 08/21/2017 - 12:00
პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულ სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. პროფესიული საფეხურის დასრულების შემდეგ, სურვილის შეთხვევაში ისინი სწავლის გაგრძელებას უმაღლეს საფეხურზე შეძლებენ.
Categories: gepeis saitebi

საზაფხულო ბანაკი ქუთაისში

კვირა, 08/20/2017 - 12:00
მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკებიდან ერთ-ერთი ქალაქ ქუთაისში, კადეტთა ლიცეუმის ბაზაზე ფუნქციონირებს. ეს ბანაკი განსაკუთრებით საინტერესო რობოტექნიკით დაინტერესებული მოზარდებისთვისაა, ვინაიდან პროგრამა, რომელიც ბანაკში ხორციელდება მოიცავს - რობოტების და ელექტრო მოდელების აწყობას, დრონების მართვას.
Categories: gepeis saitebi

უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად

შაბათი, 08/19/2017 - 12:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

Categories: gepeis saitebi

სკოლის დირექტორებისთვის და ფასილიტატორებისთვის ტრენინგები გრძელდება

პარასკევი, 08/18/2017 - 12:00
სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება, რომელსაც  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
Categories: gepeis saitebi

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების მიზნით

ოთხშაბათი, 08/16/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის იწყებს ახალი პროგრამის განხორცილებას საჯარო სკოლებში, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებას.
Categories: gepeis saitebi

სოფელ ოკამის საჯარო სკოლა რეაბილიტირდა

ოთხშაბათი, 08/16/2017 - 12:00
ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კასპის რაიონის სოფელ ოკამის 600 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
Categories: gepeis saitebi

სამინისტროს გაფრთხილება სტუდენტებს

ორშაბათი, 08/14/2017 - 12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს თხოვნით, სწავლის გაგრძელებამდე, დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.
Categories: gepeis saitebi

ალექსანდრე ჯეჯელავა ანაკლიის საზაფხულო ბანაკს ეწვია

ორშაბათი, 08/14/2017 - 12:00
ანაკლია ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც საზაფხულო სკოლების პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, ეტაპობრივად 2300 მოსწავლეს უმასპინძლებს.
Categories: gepeis saitebi

საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

პარასკევი, 08/11/2017 - 12:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მწვრთნელებს, პედაგოგებს შეხვდა და მიღწეული შედეგი მიულოცა.
Categories: gepeis saitebi

ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სისტემაში არსებული სიახლეები გააცნო

პარასკევი, 08/11/2017 - 12:00
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რაც სისტემაში უკვე განხორციელდა და ახლო მომავალში დაინერგება.
Categories: gepeis saitebi

Pages