განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Subscribe to განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო feed
mes.gov.ge news
Updated: 33 min 34 sec ago

ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ორშაბათი, 06/26/2017 - 12:00

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტთან ერთად, ფაგების აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  გამართა.  

Categories: gepeis saitebi

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალზე Job Fest

კვირა, 06/25/2017 - 12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში Job Fest მონაწილეობა მიიღო. სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს სამინისტროს წარმომაგენლებმა, უწყებაში სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები გააცნეს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო, პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობას, როგორც დასაქმებისკენ მიმავალ უმოკლეს გზას.

Categories: gepeis saitebi

მოსწავლეები ერთამნეთს ცოდნაში ეჯიბრებიან

კვირა, 06/25/2017 - 12:00

ბათუმში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2016-2017“ ფინალური ღონისძიება გაიმართა. „ეტალონი 2016-2017“ სოციალურ-საგანმანათლებლო  პროექტის  „ეტალონი“  ფარგლებში იმართება და მისი ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროა.

Categories: gepeis saitebi

ალექსანდრე ჯეჯელავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

პარასკევი, 06/23/2017 - 12:00

საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრისას ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

Categories: gepeis saitebi

საპილოტე პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

პარასკევი, 06/23/2017 - 12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც საპილოტე პროექტის - „ქ. თბილისის სკოლებში საგნის - „მოქალაქეობა“ ფარგლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ გაკვეთილების დანერგვის ხელშეწყობა“ - შედეგები შეჯამდა.

Categories: gepeis saitebi

საზაფხულო ბანაკი დაიწყო

ხუთშაბათი, 06/22/2017 - 12:00
მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკმა 2017 წლის 21 ივნისს სტარტი აიღო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. პირველ ბანაკელებს წყნეთში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს.
Categories: gepeis saitebi

რობაქიძის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ოთხშაბათი, 06/21/2017 - 12:00
საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მონაწილეობით, რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
Categories: gepeis saitebi

პროფესიული გადამზადების ახალი ტრენინგ-ცენტრი გაიხსნა

ოთხშაბათი, 06/21/2017 - 12:00

საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ კომპანიის „ხელოსნების ქალაქი“ ბაზაზე, ახალი ტრენინგ-ცენტრი გახსნა, სადაც დუალური განათლების პილოტირება „დურგლის“, „ხის მხატვრული დამუშავების“ და „ავეჯის კონსტრუირების სპეციალობების“ მიმართულებით განხორციელდება.

Categories: gepeis saitebi

საინფორმაციო შეხვედრები - ფულბრაიტი/Fulbright

ოთხშაბათი, 06/21/2017 - 12:00

2017 წლის ივლისში, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 13:00 საათიდან - 15:00 საათამდე  განათლების საერთაშორისო ცენტრში 2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის (2018-19 Fulbright Graduate Student Program) შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

Categories: gepeis saitebi

სკოლის კვების ობიექტების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენელთა გადამზადების პროექტი დაიწყო

სამშაბათი, 06/20/2017 - 12:00
ახალი პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის ყველა ბიზნესოპერატორი, ანუ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სკოლებში მოსწავლეთა ჯანსაღ კვებაზე.
Categories: gepeis saitebi

საქართველო-გერმანიის ახალი საგანმანათლებლო პროექტი

ორშაბათი, 06/19/2017 - 12:00
უთაისში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება.
Categories: gepeis saitebi

საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი გახდება

ორშაბათი, 06/19/2017 - 12:00

ქუთაისში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება.

Categories: gepeis saitebi

ქარელში სამი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

შაბათი, 06/17/2017 - 12:00
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ახორციელებს პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით.
Categories: gepeis saitebi

თბილისის სკოლების კურსდამთავრებულებმა ოქროს მედლები მიიღეს

პარასკევი, 06/16/2017 - 12:00
2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებით დასრულებისთვის, თბილისის სკოლების 588 კურსდამთავრებული ოქროს მედალოსანი გახდა.
Categories: gepeis saitebi

ქუთაისის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ

პარასკევი, 06/16/2017 - 12:00
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს თუ პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.
Categories: gepeis saitebi

პროფესიული განათლების საკითხებზე ფორუმი გაიმართა

პარასკევი, 06/16/2017 - 12:00
პროფესიული განათლების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობაზე იმსჯელეს განათლების პოლიტიკის მეორე ფორუმზე, რომელიც UNICEF საქართველოს, მსოფლიო ბანკისა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით გაიმართა.
Categories: gepeis saitebi

სქემას უფროსი მასწავლებლის დაწინაურებისთვის საჭირო კომპონენტი დაემატა

ხუთშაბათი, 06/15/2017 - 12:00
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, გარე დაკვირვების წესი დამტკიცდა.
Categories: gepeis saitebi

ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონება

ხუთშაბათი, 06/15/2017 - 12:00
მეოთხე-მეხუთე კლასელმა ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოყენებითი ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის თავისუფალ გაკვეთილებზე „სიმაღლის მზომავი დეკოდერი“ დაამზადეს და ამით თავიანთი იდეის სრულფასოვანი რეალიზაცია მოახდინეს.
Categories: gepeis saitebi

პროფესიული განათლების მასწავლებლებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ

ოთხშაბათი, 06/14/2017 - 12:00
პროფესიული განათლების მასწავლებლები მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით, სასწავლო ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდნენ. პროექტი „ევროპელი მასწავლებელი“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იქნა ინიცირებული და ორგანიზებული. მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩნენ.
Categories: gepeis saitebi

მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში

სამშაბათი, 06/13/2017 - 12:00
ცნობილი ქართველი ისტორიკოსის მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, სამეცნიერო კონფერენციით - „მარიამ ლორთქიფანიძე - 95“ აღინიშნა.
Categories: gepeis saitebi

Pages