gepeis saitebi

მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისა და ნაყოფიერი ორგანიზაციული საქმიანობისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.
Categories: gepeis saitebi

მიხეილ ჩხენკელისა და ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის გაცნობითი შეხვედრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. მხარეებმა განათლების სისტემაში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
Categories: gepeis saitebi

კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა.

Categories: gepeis saitebi

განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე ჩეხეთთან შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დანა პრუდიკოვამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და დაწყებითი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
Categories: gepeis saitebi

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი განათლებისა და მეცნიერების  სფეროში არსებულ გამოწვევებზე წარიმართა. ამ მიმართულებით იყო აზრთა  თანხვედრა და შეთანხმება, რომ პრობლემის მოგვარებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების კუთხით, სამინისტრო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კომიტეტთან.

Categories: gepeis saitebi

ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა

მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა მართავს თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს.
Categories: gepeis saitebi

უცხოელი პედაგოგები ქართულ პროფესიულ კოლეჯებში

პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად'' წელს პირველად, პროფესიული სასწავლებლები ჩაერთნენ. უცხოელმა მოხალისე მასწავლებლებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, კოლეჯებში მუშაობა უკვე დაიწყეს.
Categories: gepeis saitebi

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე სამუშაოს ევროკომისია დადებითად აფასებს

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების განხორციელების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში, საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული პროექტები დადებითად შეფასდა და მასში პოზიტიური კუთხით არის საუბარი  როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

Categories: gepeis saitebi

შუაფხოელი მოსწავლეები ამიერიდან სრულ საშუალო განათლებას მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, შუაფხოს საჯარო სკოლას მე-10, მე-11 და მე-12 კლასები დაემატა. სკოლა წლების განმავლობაში ცხრა კლასიანი იყო.
Categories: gepeis saitebi

ილიას სახლმუზეუმმა წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლა

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ყვარელში,  ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან  და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  დირექტორთან  ზვიად როსტომაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონის    282  მეათეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
Categories: gepeis saitebi

შეხვედრა ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის ინსტიტუტის პრეზიდენტთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დუალური განათლების მიმართულებით  გერმანელ პარტნიორებს შეხვდა.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დუალური განათლების მიმართულებით გერმანელ პარტნიორებს შეხვდა.

 

Categories: gepeis saitebi

ილიას 180 წლის იუბილე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში

დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც დიდი ილია სწავლობდა, 20 ნოემბრის ჩათვლით გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების ფარგლებში, 7 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას, რომელთა შორის არიან მწერლები, პოლიტიკოსები და ის წარმატებული ადამიანები, რომლებიც შემდგომში სკოლის განვითარებასა და გაძლიერებაზე იზრუნებენ.

Categories: gepeis saitebi

საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა

მიმდინარე წელს პირველად, საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციაზე წარსდგნენ პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებულია და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზებას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.

Categories: gepeis saitebi

თსუ-ს 100 წლის იუბილე UNESCO-ს ეგიდით გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს ღონისძიებათა სიაშია - გადაწყვეტილება პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღეს.

Categories: gepeis saitebi

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების თემატური ჯგუფის შეხვედრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით,  სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური სწავლების  (Work- Based Learning) თემატური სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.

Categories: gepeis saitebi

რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ახალი ფორმატი

საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ახალ ფორმატში გადადის. პირველად, ამ ინიციატივის ფარგლებში,  კონფერენცია  გაიმართა სახელწოდებით "რესურსცენტრების დღე", სადაც განხილული იქნა  რესურსცენტრების განვითარების საჭიროებები და სკოლებთან კომუნიკაციის პრობლემების გადაჭრის გზები. 
Categories: gepeis saitebi

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი -2017“ ფინალური ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი და ცალკეული ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.
Categories: gepeis saitebi

კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული - ილიას 180 წლის იუბილე

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკური გიმნაზია საიუბილეო კვირეულის ორგანიზებას გეგმავს.

კვირეული გამოფენით „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“ გაიხსნება, რომელიც   თბილისის კლასიკური გიმნაზიის ორსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება და წარმოდგენილი იქნება სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის პირადი მოხმარების ნივთები (მერხი, სკამი).

Categories: gepeis saitebi

ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი წეროვანში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდისთან და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, წეროვნის დევნილთა დასახლებას ესტუმრა.
Categories: gepeis saitebi

ქართულ-ესტონური თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში მომავალშიც გაგრძელდება

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პირადად გაეცნო იმ საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარეობას და შედეგებს, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.
Categories: gepeis saitebi

Pages