Feed aggregator

ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში (BSPE)

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) - ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

Categories: gepeis saitebi

თეატრალური კონკურსი „ჩემი ქართული როლი“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით, იწყებს თეატრალურ კონკურსს „ჩემი ქართული როლი“. 
Categories: gepeis saitebi

შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ გრძელდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, სოფიო კილაძე თბილისის 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ.

Categories: gepeis saitebi

სოფელ კუმურდოს სკოლის გახსნა

ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი სპონსორის დახმარებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 450 მოსწავლისთვის გათვლილი სომხურენოვანი სკოლა აშენდა.

Categories: gepeis saitebi

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის გუდაურის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის გუდაურის საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და  მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსდა.  ახალი პროგრამების შესამუშავებლად, სკოლამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო.

Categories: gepeis saitebi

მიხეილ ჩხენკელი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თურქეთის რესპუბლიკის ახლადანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. 

Categories: gepeis saitebi

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ - პირველი შემაჯამებელი შეხვედრა

პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მონაწილეებმა - საჯარო სკოლის დირექტორებმა და პროექტში ჩართულმა განათლების სპეციალისტებმა პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გახსნეს.

Categories: gepeis saitebi

მოვუსმინოთ მასწავლებლებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით  პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო. პირველი შეხვედრა მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან მუშაობაში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს. 
Categories: gepeis saitebi

საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN-შვეიცარია)  მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.

Categories: gepeis saitebi

ბიბლიის ქართულ თარგმანთა პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის (ძველი აღთქმა) პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიის (ძველი აღთქმა) ქართულ თარგმანთა პირველი გამოცემის წიგნი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

Categories: gepeis saitebi

პროფესიული კოლეჯების სტუდენტები სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით, საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა პროფესიულ სწავლებაში. 
Categories: gepeis saitebi

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის დაფინანსება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის დაფინანსება.

Categories: gepeis saitebi

სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერთა სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა და მიღწეული წარმატება მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.

Categories: gepeis saitebi

საჯარო და კერძო სექტორის თანამაშრომლობა

დუალური პროფესიული განათლების განვითარებისთვის აუცილებელია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და პროფესიული სტუდენტების მხრიდან, პრაქტიკაში მოსინჯვა კოლეჯში შეძენილი თეორიული ცოდნისა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საავტომობილო მომსახურეობის კომპანიას „GT Motors Tbilisi“  და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის გაფორმდა. 

Categories: gepeis saitebi

იძულებით გადაადგილებულ 7 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდებათ

სოციალურად დაუცველი წევრების  საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კომპანია „გალფი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და გალფის წარმომადგენლებმა გადასცეს.

Categories: gepeis saitebi

სწავლების ახალი მოდელი აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი შეიმუშავა, რომლის პილოტირებაც თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა. 
Categories: gepeis saitebi

მიხეილ ჩხენკელი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

Categories: gepeis saitebi

მიხეილ ჩხენკელმა და გიორგი შარვაშიძე ევროპული სტანდარტების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გახსნეს

ივენე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს სამასზე მეტი სტუდენტისთვის განკუთვნილი ევროპული სტანდარტების საბინაო კომპლექსი გადასცა, სადაც  სტუდენტებს, მათ შორის, რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, საინტერესო ცხოვრების, სპორტული  აქტიურობის, შემოქმედებითი დასვენების, ახალი მეგობრების შეძენისა და ცხოვრებისეული გამოცდილების  გამდიდრების შესაძლებლობა ექნებათ. 

Categories: gepeis saitebi

ინკლუზიური განათლების განვითარების ახალი გეგმა შემუშავდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2017 წელს ზოგადი განათლების საფეხურზე  ინკლუზიური განათლების მონიტორინგი განხორციელდა, რომლის მიზანიც იყო  სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. სწორედ გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების სამომავლო  დაგეგმვა.

Categories: gepeis saitebi

საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საბჭო შეიქმნა

ინოვაციური იდეების წახალისებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს, რომლის პირველი სხდომა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. საბჭოს შექმნის მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა.

Categories: gepeis saitebi

Pages