დამატებულია წიგნი კომპიუტერულ გრაფიკაზე
დამატებულია წიგნი კომპიუტერის არქიტექტურაზე
დამატებულია ახალი წიგნი ინფორმატიკის საფუძვლებზე
დამატებულია წიგნი განზომილებების მეთოდი ზოგად ფიზიკაში
დამატებულია წიგნი გამოყენებით მექანიკაზე

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები კორეაში საჯარო მოხელეებისთვის

კორეის რესპუბლიკის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) უცხო ქვეყნის საჯარო მოხელეებს სთავაზობს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს საჯარო პოლიტიკისა (Public Policy) და განვითარების პოლიტიკაში (Development Policy).

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში

ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი (ლიტვა) აცხადებს მობილობას სტუ-ს აკადემიური პერსონალისთვის (სასურველია, მიმდინარე სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის) და სტუდენტებისთვის, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
 
აკადემიური პერსონალისთვის:
 
სასწავლო კურსი:
  • გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი)
  • გარემოს დაცვის ტექნოლოგია
  • მექანიკა (მექატრონიკა)
მობილობის პირობები:
  • მასწავლებლისთვის დღეში მინიმუმ 8 აკადამიური საათი (5 დღე)

ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

გამოცხადდა კონკურსი ერასმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო (116  პროგრამა) და სადოქტორო (29 პროგრამა) პროგრამებზე, სადაც ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ ინდივიდუალური განაცხადის გაკეთება 2015-2016 აკადემიური წლისათვის. სტიპენდიათა პროგრამა 2015 წლის სექტემბრიდან იწყება.
 

SI Visby სტიპენდიების პროგრამა 2015/2016 აკადემიური წლისათვის

ბალტიის ზღვის რეგიონის თანამშრომლობის შვედეთის ინსტიტუტი აცხადებს სტიპენდიების პროგრამას 2015/2016 აკადემიური წლისათვის, SI Visby პროგრამის ფარგლებში. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოდან, ბელორუსიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, მოლოდოვეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. კონკურსში გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ან კვლევები შვედეთის უნივერსიტეტებში.
 

კორეის მთავრობის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა 2015

კორეის მთავრობის სტიპენდიათა პროგრამა სთავაზობს სტიპენდიებს კორეის უნივერსიტეტის უმაღლეს სკოლაში სწავლების მსურველებს, ჰუმანიტარულ, სოციალურ, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართლებებით, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
 
სტიპენდიები ფარავს კორეაში სწავლასთან და კვლევებთან დაკავშირებულ ხარჯებს.
 
დეტალური ინფორმაციისათვის:

კონკურსი ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე

აშშ-ის საელჩო აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:
•         საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.

ემერიტუსის მინიჭების წესი

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წოდების  - ემერიტუსის მინიჭების  წესი“
1. ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისათვის პირს, რომელიც უნივერსიტეტში ეწევა ნაყოფიერ სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას უნივერსიტეტის რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან/და აკადემიური საბჭოს წევრის წარდგინებით;

II სტუდენტური სახელოვნებათმცოდნეო სამეცნიერო კონფერენცია

II სტუდენტური სახელოვნებათმცოდნეო სამეცნიერო კონფერენცია
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს II სტუდენტურ კონფერენციას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის ყველა საფეხურის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს.

Pages